logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ნარმანიამ საკრებულოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
დავით ნარმანიამ საკრებულოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
17:24 11.04.2017
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას, 2016 წელს დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. კერძოდ, დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა კრწანისი-შინდისისა და სამება-მახათას ახალ გზების, ესტაკადების, პანდუსებისა და ხიდების მშენებლობაზე.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მიმდებარე ტერიტორიების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, საგრძნობლად დაიტვირთა სოლოლაკის ვიწრო ქუჩები. შესაბამისად, მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულება. დავით ნარმანიას თქმით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელმა გზამ არსებული პრობლემა დღის წესრიგიდან თითქმის სრულად მოხსნა.

რაც შეეხება სამება-მახათას ორკილომეტრიან გზას, რომელიც ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს, თბილისის მერის თქმით, ეს მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ნარმანიას თქმით, აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა კიუვეტები, ასევე, მოეწყო ტროტუარები, რამაც მოძრაობა საგრძნობლად განტვირთა.

„გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, გაგანიერდა და დაიგო ასფალტის ახალი საფარი,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ესტაკადებისა და პანდუსების მშენებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ წელს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი პუშკინის ქუჩის ესტაკადის მშენებლობა იყო, რამაც მოძრაობა ორმხრივი გახდა და ქალაქის ცენტრალური ნაწილი საცობებისგან განიტვირთა. მისივე თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუხათგვერდის პანდუსსაც, რომელიც აღმაშენებლის ხეივნიდან გადასასვლელი გზაგამტარია.


დედაქალაქის მერის თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისში არსებულ ხიდებს, მათ შორის ბარათაშვილისა და გულიას ხიდებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ზაჰესის დასახლებაში ახალი ხიდი გაიხსნა.

დავით ნარმანიამ 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ვერეს კალაპოტის ფორმირება დაასახელა. მისი თქმით, კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. შემდგომ ეტაპებს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

თბილისის მერმა წყალარინების მასშტაბური ქსელების მოწყობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო სამგორის რაიონში, კაიროს ქუჩაზე და აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე „ოლიმპიურ სოფელში“.

„საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს შინდისი-ტაბახმელას გზაზეც და ეს საკმაოდ დიდი პროექტია,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის თქმით, 2016 წელს, 144 ობიექტზე განხორციელდა ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერება და ამ მიმართულებით მუშაობა 2017 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

დავით ნარმანიამ ვეტერანთა პარკში ახალი მედიათეკის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, რიგით მესამე მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში გაიხსნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა