logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროფკავშირები: სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკო"-ს ქალების გასახდელში კამერებია ჩაყენებული, ინფორმაცია პროკურატურას მიეწოდება
პროფკავშირები: სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკო"-ს ქალების გასახდელში კამერებია ჩაყენებული, ინფორმაცია პროკურატურას მიეწოდება
13:29 11.04.2017
სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკო"-ს ყოფილმა თანამშრომლებმა ნანუჩი მდივანმა და მარიამ ლახშიამ, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს და ქსელში არსებული მათივე თქმით, გაუსაძლისი და დამამცირებელი შრომითი პირობების შესახებ ისაუბრეს;


პროფკავშირების პრესსამსახურის ინფორმაციით: "საპროტესტო ტალღა კომპანია "ფრესკო"-ში თებერვლის დასაწყისში აგორდა. მაშინ ქსელური მარკეტი 80 მდე თანამშრომელმა გაუსაძლისი პირობების და ადმინისტრაციის არასათანადო და უსამართლო მოპყრობის გამო დატოვა და არსებულ მძიმე და ღირსების შემლახველ ვითარებაზე ღიად ალაპარაკდა. თებერვალში ადმინისტრაციამ ყველა ფილიალის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ხელფასის 20 დან 50%-მდე ჩამოაჭრა და აღნიშნული ქმედება იმით ახსნა, რომ ქსელში პროდუქტის დანაკლისი დაფიქსირდა".

"ფრესკო"ს უკვე ყოფილმა და ჯერ ისევ მოქმედმა თანამშრომლებმა დახმარებისთვის პროფკავშირების გაერთიანებას მიმართეს. გაერთიანებამ საქმეზე დეტალური მოკვლევა დაიწყო, რა დროსაც ადამიანის უფლებების შელახვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

"მათ შორის ფარული მიყურადების და თვალთვალის შემთხვევები. თანამშრომლები ყვებიან რომ "ფრესკო"-ს მარკეტების გასახდელების დიდ ნაწილში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, (რაც მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის უგულებელყოფაა) ეს მაშინ როდესაც თანამშრომლებს ავალდებულებენ სამსახურში შესვლისას ტანსაცმელი გამოიცვალონ და უნიფორმა ჩაიცვან, აღნიშნული კი ადმინისტრაციის მხრიდან ორი რამით არის ახსნილი - პირველი კამერაში ფიქსირდება ხომ არ იპარავს თანამშრომელი პროდუქტს და მეორე მას უნდა ეცვას უნიფორმა.

აქვე იკვეთება, რომ სუპერმარკეტების ქსელის გასახდელების უმეტეს ნაწილში კამერა აყენია მხოლოდ ქალების განყოფილებაში, რაც იმთავითვე აჩენს პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის ეჭვს, რომელიც შესაძლოა ატარებდეს სექსუალური შევიწროების ხასიათს.

წვდომა ვიდეო მასალაზე აქვს ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, (მამაკაცებს და ქალებს) ასევე აღსანიშნავია, რომ დაცვისთვის განკუთვნილ ოთხში, სადაც ხდება კამერების მუდმივი მონიტორინგი, ხშირად შედიან მამაკაცები. თანამშრომელ ქალებს არაერთხელ გაუგიათ საგანგებოდ დაკეტილი დაცვის ოთახიდან სიცილის ხმები, მაშინ როდესაც გასახდელებით გოგონები სარგებლობდნენ. გასახდელების თვალთვალის და ვიდეო კადრების ხელმისაწვდომობას ადასტურებენ "ფრესკო"-ს დაცვის ყოფილი თანამშრომლებიც.

ერთ ერთი მათგანი სექსუალური ხასიათის შევიწროების ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას.

თანამშრომელი გოგონები ყვებიან, რომ ყველაზე ხშირად ამ ოთახში ორი მამაკაცი დაცვის უფროსი დავით ბულია და მისი მოადგილე ალექსანდრე ქაჩიბაია შედიოდნენ, რომლებიც პირად საუბრებში უდასტურებდნენ თანამშრომლებს, რომ მაღაზიების ფილიალების ყველა დარბაზის და ასევე გასახდელების მონიტორინგი დაცვის ხელმძღვანელების ადგილზე არყოფნის დროს - საცხოვრებელი ბინებიდანაც ხდებოდა.

არსებული ინფორმაცია მონაცემთა დაცვის ინსპექტროს და ასევე საქართველოს პროკურატურას მიეწოდება"-აცხადებენ პროფკავშირებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა