პარტია "სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის" წარმომადგენელმა ნათელა მაჭავარიანმა დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს კიკვიძის ბაღის გაჩეხვის პროცესის
გადაწყვეტილების შეჩერებისკენ მოუწოდა.
როგორც "ნიუსპრესს" პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზიდან" აცნობეს, კიკვიძის ბაღი პირველი შემთხვევა არ არის სადაც სხვადასხვა შენობების ასაშენებლად ხეები მასიურად იჭრება. მათი თქმით პარტიის წარმომადგენლები ხეების გაჩეხვის პროცესის გასაჩივრებას აპირებენ.
ნათელა მაჭავარიანის განცხადებით, საკრებულოს დადგენილებაში ნათლად არის გაწერილი რეკრეაციულ ზონა 2-ში რა ტიპის მშენებლობებია დასაშვები. ჩამონათვალში კი პოლიციის შენობა არ არის.
"დარწმუნებული ვარ საქმეს მოვიგებთ, მაგრამ გულდასაწყვეტია რომ ყველაფერში ცდილობთ პოლიტიკა დაინახოთ და არ ცდილობთ პრობლემას თვალი გაუსწოროთ. 3 დღეა ბაღის დასაცავად მოსახლეობა ღამეს ქუჩაში ათევს" - განაცხადა მაჭავარიანმა.

















