საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სოფელ მამათში მისასვლელ გზას სასწრაფოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გურიაში სტუმრობისას განაცხადა.
პრეზიდენტი დაინტერესდა, არის თუ არა მისი წინამორბედის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სოფელში გზა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მამათში გზა 8-9 წლის წინაც არ იყო, მაშინ, როდესაც ის ოპოზიციაში იყო და ამ სოფელში შეხვედრებს ატარებდა.
„სირცხვილია, რომ მას შემდეგ 8 წელი გავიდა და ჩვენი მთავრობის დროს გზა ამ სოფელს ისევ არ აქვს“-განაცხადა სააკაშვილმა და მხარის გუბერნატორს, ვალერი ჩიტაიშვილს მამათში სასწრაფოდ გზის შეკეთება დაავალა.

















