1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა.საქართველოს ერთიანობისა და
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.აღევლინა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
აგრეთვე, ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა .

















