logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის მიერ შერჩეული სტუდენტები "ლიბერთი ბანკის" სტიპენდიანტები გახდნენ
რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის მიერ შერჩეული სტუდენტები "ლიბერთი ბანკის" სტიპენდიანტები გახდნენ
18:04 10.04.2017
არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდმა ორწლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა.
სასტიპენდიო ფონდი 2015 წლიდან აფინანსებს რეგიონებში მცხოვრებ სწავლაზე ორიენტირებულ სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა სოციალური პირობების გამო ვერ მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება.
გორის, სამცხე ჯავახეთის, ა.წერეთლის (ქუთაისის) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფონდის მიერ დაფინანსებული 23 სტუდენტიდან 3 ლიბერთი ბანკის სტიპენდიანტია.
საღამოს ესწრებოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და ფონდის დონორები, რომლებმაც განათლების სფეროში ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე საზეიმოდ გაფორმდა მემორანდუმი სასტიპენდიო ფონდს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და უნივერსიტეტებს შორის.
”ორი წლის მანძილზე ფონდმა შეძლო 23 სტიპენდიანტის დაფინანსება რეგიონის 4 უნივერსიტეტში. ჩვენ ვეხმარებით იმ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო გრანტს მიღმა დარჩნენ და რეალურად, სხვა დაფინანსების წყარო არ გააჩნიათ. მადლობას ვუხდი ჩვენს დონორებს, ყველას, ვინც გვერდში გვიდგას და ვისთვისაც განათლების სფერო პრიორიტეტია“ - განაცხადა რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის თანადამფუძნებელმა, ნათია ბუკიამ.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სასტიპენდიო ფონდის ამ სასიკეთო საქმეში. ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის სწორედ განათლება, რადგან ვთვლით რომ, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროფესიონალური ცოდნისა და უნარჩვევების მიღება, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა