„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების
პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, საქართველოს მასშტაბით 65 მასწავლებელს ტრენინგი თემაზე „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში“ ჩაუტარდა.
ტრენინგ-მოდული პროექტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტთა ხელმძღვანელობით და ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიული უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენლთან თანამშრომლობით შემუშავდა.
ტრენინგზე ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლები გაეცნენ სასკოლო ლაბორატორიებში მუშაობისას უსაფრთხოების ზოგად წესებს, რათა მათ გამოუმუშავდეთ სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში უსაფრთხოდ მუშაობის უნარ-ჩვევები.
საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები მნიშვნელოვანი რესურსია სკოლებისთვის და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტიანის წავლებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. აღნიშნულმა, დღის წესრიგში დააყენა ლაბორატორიებში მუშაობისას უსაფრთხოების საკითხი. შედეგად, შეძენილი ცოდნის საფუძველზე პედაგოგები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნიან.

















