საავტომობილოგზებისდეპარტამენტისინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, საავტომობილო გზა გაიწმინდა და ამ დროისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდეს ცალმხრივად.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითდა კოორდინაციით.

















