logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება
ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება
10:38 10.04.2017
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე და დასრულებული
ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

დავით ნარმანია, რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად, ასხინის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც 3327 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები და დაიგო ახალი საფარი. თბილისის მერი ლებარდეს ქუჩაზეც მივიდა, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხანის წინ დასრულდა. დავით ნარმანიამ მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა ქვალონის ქუჩაზეც. აღნიშნული გზის კაპიტალური შეკეთება თვის ბოლოსდასრულდება.

ასევე, დავით ნარმანია „იას ბაღში“ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის თბილისის მასშტაბით სკოლებს შორის ფრენბურთის შეჯიბრებაში გამარჯვებული გუნდის წევრებს შეხვდა. დაათვალიერა ახლად დამონტაჟებული სპორტული ტრენაჟორები. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, უახლოეს მომავალში, არსებული სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციას დაიწყებს.

თბილისის მერმა ჩეჩელაშვილის ქუჩის N25-ში 35 მეტრიანი კედლის მოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა. აღნიშნულ მისამართებზე ფერდის დამჭერი კონსტრუქციის მოწყობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მოძრავი ქანები და ნაშალი მიწა საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხვდებოდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნიდა.

„ჩუღურეთის რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები - რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში კეთდება მიწისქვეშა კომუნიკაცია, იგება გზები, რათა მოქალაქეებს პრობლემები აღარ შეექმნათ და ჰქონდეთ კომფორტულად გადაადგილების საშუალება. ასევე, ვხდებით მოსახლეობას, ვეცნობით ადგილობრივების საჭიროებებს და მათთან ერთად ვგეგმავთ სამომავლო პროექტებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, 9 საყრდენი კედელი მოაწყო. წლის ბოლომდე კი 21 ანალოგიური პროექტი განხორციელდება. გარდა ამისა, დაგეგმილია 35 ქუჩისა და 70 შიდა ეზოს მოასფალტება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა