logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირლანდიაში დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ ფოტოსურათებისა და ქართული ანბანის გამოფენა გაიხსნა
ირლანდიაში დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ ფოტოსურათებისა და ქართული ანბანის გამოფენა გაიხსნა
11:49 08.04.2017
ირლანდიაში დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ ფოტოსურათებისა და ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა, სახელწოდებით “Life and Language in Georgia” საზეიმოდ გაიხსნა.

გამოფენაზე, რომელიც მიზნად ისახავს ირლანდიაში საქართველოსა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ირლანდიელი ვიზიტორების მოზიდვას, დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“.

დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოფენა ოფიციალურად გახსნეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა, დან ლირის საგრაფოს მერმა კორმაკ დევლინმა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მარიან ქიისმა, რის შემდეგაც ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა დუბლინში მოქმედმა ბავშვთა სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies". გახსნის შემდგომ, დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სამახსოვროდ გადაეცა ქართული ანბანის ამსახველი ფოტოსურათი.

გამოფენის გახსნას, რომელიც ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და დან ლირის ბიბლიოთეკასთან პარტნიორობით იმართება, ირლანდიის სამთავრობო უწყებების, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს, ასევე, ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდგომ გამართულ მიღებაზე, საელჩო სტუმრებმა ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

გამოფენა დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 29 მაისამდე გაგრძელდება და იგი ღიაა დამთვალიერებლებისათვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა