logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში შუალედური შეხვედრა გაიმართა
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში შუალედური შეხვედრა გაიმართა
11:25 08.04.2017
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში უცხოელი მოხალისე მასწავლებლებისა და ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგების ერთობლივი შუალედური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში 39 ადგილობრივი და 38 მოხალისე მასწავლებელი მონაწილეობდა. ტრენინგზე სიახლე იყო ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი მასწავლებლებისთვის ახალი ჯგუფების შექმნა, რომელთათვისაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა ახალი ტრენინგ-მოდულები.
ოთხდღიან შეხვედრაზე კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს განვლილი პერიოდის მუშაობის შედეგები და დაგროვილი გამოცდილება. შეხვედრის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგები თემებზე „წერის სწავლება“, „სასკოლო პროექტები“ და „სასწავლო რესურსი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2010 წლიდან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად სტუმრობს უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი. მოხალისეები მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო და სათემო ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან პროგრამის არეალი გაფართოვდა და ინგლისურ ენასთან ერთად ჩინური ენის სწავლებაც ხორციელდება, ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან, საპილოტე რეჟიმში, პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა გერმანულენოვან და ფრანგულენოვან მოხალისე მასწავლებლებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა