logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფერმერების გადამზადების პროგრამა გრძელდება
ფერმერების გადამზადების პროგრამა გრძელდება
15:01 07.04.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კომპანიის -„ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ფერმერების გადამზადება გრძელდება. რუსთავსა და მარნეულში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 35-მდე ფერმერს ორკვირიანი ტრეინინგი ჩაუტარდათ. სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა დაინტერესებული პირებისთვის, ფერმერებისა და აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ) მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკის, სტრუქტურის და მართვის საკითხების, ასევე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმების სწავლებას.
ტრეინინგის ფარგლებში, მონაწილეებმა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
რიგით მერვე ტრეინინგის დახურვას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე დაესწო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
„სოფლის მეურნეობის და, მათ შორის, სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩვენი კლიმატური და ნიადაგური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, არამარტო ჩვენი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, არამედ ქართული პროდუქცია ექსპორტზეც აქტიურად გავიტანოთ. გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული ტრეინინგისფარგლებშიმიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მოწყობაში გამოადგებათ“,- აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
პროექტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთში უკვე 400-მდე ქართველი ფერმერი/დაინტერესებული პირი გადამზადდა. პროექტის მონაწილე 30 კაციანი ჯგუფი ამ ეტაპზე დამატებით ერთთვიან სასწავლო კურსს ჩინეთის რესპუბლიკაში გადის.
ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე ტრეინინგები მომავალშიც გაგრძლედება. ტრეინინგებში მონაწილეობა უფასოა. შესავსები აპლიკაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ოფიციალურ facebook გვერდზე განთავსდება.
სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორცილდება. ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური აშენდა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა