logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ყველა წამისთვის!“ – ეროვნული სკრინინგ ცენტრი და მედიაჰოლდინგი „კვირა“ სოციალურ პროექტს იწყებენ
„ყველა წამისთვის!“ – ეროვნული სკრინინგ ცენტრი და მედიაჰოლდინგი „კვირა“ სოციალურ პროექტს იწყებენ
18:16 06.04.2017
ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა და მედიაჰოლდინგ „კვირას“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტს სახელწოდებით – „ყველა წამისთვის!“

პროექტის ფარგლებში, კრებულის გამოსაცემად მომზადდება სტატიების სერია იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაც ერთ წამში შეცვალა კიბოს დიაგნოზმა და რომელთა ცხოვრებაც ყოველი წამისთვის წარმატებული ბრძოლაა. სოციალური პროექტის ძირითადი მიზანი კი, კიბოს პრევენციის შესაძლებლობების მიმართ საზოგადოების ფოკუსირების ხელშეწყობა და დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.

„თითოეული ადამიანის ისტორია, რომელიც საბოლოოდ ერთ კრებულში გაერთიანდება, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გაიმარჯვო კიბოსთან ბრძოლაში. ამ გამარჯვებაში კი სკრინინგის პროგრამის როლიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ისარგებლო თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის უფასო გამოკვლევებით, საწყის სტადიაში აღმოაჩინო პათოლოგია და დროულად იმკურნალო – ესაა ის ფორმულა, რომლითაც კიბოს დამარცხება შესაძლებელია,“- განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, რემა ღვამიჩავამ.

„მიმაჩნია, რომ მსგავს სოციალურ აქტივობებში ჩართვა თითოეული ჩვენგანისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხია. შევეცდებით, ახლოს გაგაცნოთ ადამიანები, რომლებმაც თავის თავზე გადაიტანეს ის წუთები, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყვნენ და დაავადებაზე გამარჯვება შეძლეს. ეს, მათ გარდა, იმ ადამიანების გამარჯვება და დამსახურებაც არის, ვინც უშუალოდ ახორციელებს ამ პროგრამას. ადამიანები, რომლებმაც დაავადება დაამარცხეს, დღესაც ჩვენ გვერდით ცხო
ვრობენ და გვინდა, საზოგადოებამ ახლოს გაიცნოს ისინი. მათი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ერთი ამბავი აერთიანებს, მაგრამ ის შესაძლოა, გახდეს მაგალითი და დაეხმაროს მათ, ვინც, ან ვისი ახლობელიც, ახლა, ამ წუთას იბრძვის „ყველა წამისთვის“, – განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირას“ მთავარმა რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა.

როგორც ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსმა ლევან ხოხობაშვილმა აღნიშნა, ამ პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ მხარესთან
თანამშრომლობას მიესალმებიან და ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება, რადგან პრობლემა, რომელსაც ეს პროექტი წარმოაჩენს, შესაძლოა, ყველას და ნებისმიერ წამს შეეხოს. “ამიტომ, ამგვარი პროექტების არსებობა, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის პარალელურად, ხელს შეუწყობს კიბოს განვითარების რისკების შემცირებას და მის პრევენციას,” – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული სტატიები პერიოდულად განთავსდება მედიაჰოლდინგ „კვირას“ ვებგვერდზე – www.city.kvira.ge.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა