ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა მედიკოსებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის სხვადასხვა გამოწვევებზე ესაუბრა და მათ ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
„ექიმებსა და ექთნებს აინტერესებთ როგორ ვითარდება ჯანდაცვა და ბუნებრივია, საკითხი ძირითადად კვალიფიკაციის ამაღლებას ეხება. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ვაპირებთ ასევე სერიოზულად ვიმუშაოთ სადაზღვევო სფეროზე“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნაზე, დაზღვეულ მოქალაქეთა წრის გაფართოებასა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

















