ხანძარი, რომელსაც საქართველო-თურქეთის საზღვარზე თითქმის ორი დღე ებრძოდნენ, ლიკვიდირებულია.
თურქული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ცეცხლი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან 700 მეტრში, არდაღანის ტყის მასივს ეკიდა.
ხანძრის ლოკალიზებას საგანგებო სიტუაციების სამსხურების გარდა ქვეყნის სამხედრო ძალები და სამოქალაქო პირებიც ცდილობდნენ.
ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. წინასწარი ინფორმაციით, ის მწყემსების დაუდევრობამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.

















