logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო საზოგადოებას ბზის ხეების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს
საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო საზოგადოებას ბზის ხეების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს
17:08 03.04.2017
ბზობის დღესასწაულის მოახლეობასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორ-ეპისკოპოსმა თეოდორემ საზოგადოებას მიმართეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან.
სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.
„ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.

კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის გამო დაცულია საქართველოს „წითელ ნუსხით“.
ჩვენი ქვეყნისთვის მას აქვს როგორც უდიდესი ეკოლოგიური დატვირთვა, როგორც ენდემურ სახეობასა და კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტ და უძვირფასესი მცენარეს, ასევე, მნიშვნელოვანია რელიგიური თვალსაზრისით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე.
დადგენილია ხმობის ძირითადი მიზეზები: დაავადება - ე.წ „ბზის სიდამწვრე“ (დაავადებამ თითქმის მთლიანად გაანადგურა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები) და დაავადებას დაემატა მავნებელი მწერი - ბზის ალურა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჯერ კიდევ შემორჩენილ, ჯანსაღ ნარგაობას.
ამჟამად, დღის წესრიგში დგას კოლხური ბზის, როგორც სახეობის გადარჩენა, რაც კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს“-აცხადებენ სამინისტროში.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს არსებული მდგომარეობის შერბილებაზე.
- გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და კონფერენცია, ქვეყანაში მოქმედ, შესაბამისი პროფილის მქონე სამეცნიერო ორგანიზაციების მონაწილეობით;
- ბზის ჯანსაღი კორომებიდან შეგროვდა თესლი და შეიქმნა თესლის ბანკი;
- განხორციელდა ბზის დაკალმება - მის გასამრავლებლად;
- CENN -ის დახმარებით მომზადდა საინფორმაციო ვიდეო/აუდიო რგოლები და ბეჭდური მასალა, დაავადების/მავნებლის პრევენციის უზრუნველსაყოფად რეკომენდირებული ღონისძიებებისა და შინაურ პირობებში ბზის გამრავლების წესების შესახებ;
- IUCN-ის დამხარებით ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე (სამეგრელო ზემო სვანეთის, კახეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში) განხორციელდა სატყეო პათოლოგიური შესწავლა საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
ასევე, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ბზის უკანონოდ მოპოვება ტყეში, რაც ერთის მხრივ ანადგურებს ჯერ კიდევ ჯანსაღად შემორჩენილ ნარგაობას, ასევე ხელს უწყობს დაავადებისა და მავნებლის გავრცელებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა