აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მდგრადი ურბანული მობილობის ინტეგრირებული გეგმის
განხილვას დაესწრო.
ქალაქ ბათუმისათვის შემუშავებული პარკირების ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციისდა ბათუმის მდგრადი ურბანული მობილობის ინტეგრირებული გეგმის საჯარო წარდგენა და განხილვა ,,შერატონ ბათუმში“ გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის მერიის, საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აღნიშნული სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვითაჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა.
,,მნიშვნელოვანია, რომ ურბანული ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესებაზე მიმართული მსგავსი სახის პროექტი, რომელიც არსებული გამოწვევებისადმი კომპლექსურმიდგომას და გრძელვადიან დაგეგმვას მოიცავს, პირველად ხორციელდება საქართველოში. მაშინ, როცა გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ტურისტული ცენტრი არა მხოლოდქვეყნის, არამედ შავის ზღვის რეგიონში, პროექტი „მწვანე ქალაქები“ კიდე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, მითუმეტეს დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა წარმატებულნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზომიმოსვლა ამოქმედდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთელ მოგილოცოთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ეს დიდი წარმატება. „მწვანე ქალაქების“კონცეფცია სწორედ ევროპული სტანდარტებისკენ ჩვენს სწრაფვას ემსახურება და მჯერა, მომავალ წლებში ეს თემა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს რეგიონში“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში მიმდინარეობს ბათუმის მდგრადი ურბანული მობილობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. აღსანიშნავია, რომპროექტის ფარგლებში გამოყენებულია ქალაქის სატრანსპორტო სისტემისადმი ინტეგრირებული მიდგომა და მეთოდოლოგია.
აღნიშნულ სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანია A+S Consult GmbH ასრულებს, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისოგამოცდილება გაააჩნია.
პროექტის ბათუმის კომპონენტის ფრაგლებში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით მოსახლეობის ურბანული მობილობის (გადაადგილების) კვლევა განხორციელდა. გამოიკითხა დაახლოებით 1,550 ოჯახი ქალაქის 78 სატრანსპორტო ზონაში. ასევე, განხორციელდა მგზავრთნაკადების დათვლა 44 საქალაქო მარშრუტზე დასატრანსპორტო ნაკადების დათვლა ქალაქის სხვადასხვა მნიშვნელოვან წერტილებში. აღნიშნულის საფუძველზე განვითარდა ბათუმისათვის პირველი 4 საფეხურიანისატრანსპორტო მოდელი, რომელიც გამოყენებული იქნება სამომავლო სცენარების განვითარებისა და შემოწმებისათვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით და საქართველოს გარემოსა დაბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მდგრადი და ინტეგრირებულიმუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარების ხელშეწყობა და მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბება.
პროექტის განხორციელების პერიოდა 2015 წლის სექტემბერი - 2019 წლის აგვისტო.

















