logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მეთხილეობის და მეფუტკრეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მეთხილეობის და მეფუტკრეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
11:28 03.04.2017
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მეთხილეობის დარგისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს და მეფუტკრე ფერმერებს დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გააცნეს. საქართველოში სპეციალურად მოწვეულმა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტენციური მეხილეობის ენტომოლოგმა გრეგორას კრავჩიკმა ფერმერებს მავნებელთან ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა. ყურადღება გამახვილდა პრეპარატების გამოყენებისას ვადების და უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
„აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მასობრივი შეწამვლითი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს, რაც სათანადო ცოდნას და პრეპარატების გამოყენების წესების ზედმიწევნით დაცვას საჭიროებს. ამ მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაც ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდაა“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.
აღინიშნა, რომ შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მაისი-ივნისის პერიოდშია ნავარაუდევი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება პერიტროიდის ჯგუფის პრეპარატი (მოქმედი საწყისი-ბიფენტრინი), რომელიც რეგისტრირებული და აპრობირებულია საქართველოში და რეკომენდებულია უცხოელი სპეციალისტების მიერ.
მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ჩავიდნენ შიდა ქართლის და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც ქართველი სპეციალისტებისთვის საველე სწავლებები ჩაატარეს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა