logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დღეს რუსთავის ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნება
დღეს რუსთავის ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნება
12:38 01.04.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის ორგანიზებით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017 წლის სეზონის გახსნას უმასპინძლებს.

ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი დღით ადრე, მხარდამჭერი მარათონი თბილისში, ვარდების მოედანზე გაიმართა. ავტომობილების გამოფენა-მსვლელობაში TCR International Series-ის მრბოლელები, ასევე, Porsche Club Georgia-ს ავტომანქანები და მოტოკლუბი GUARDIANS-ის მოტოციკლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და TCR International-ის დამფუძნებელი მარჩელო ლოტი დაესწრნენ.

„რამდენიმე თვის წინ შსს-ს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოში პირველად იმართება ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატი. დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი, რომელიც შსს-ს ორგანიზებით ტარდება, ხელს შეუწყობს მსოფლიო სპორტულ რუკაზე საქართველოს დამკვიდრებას, ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებას და სპორტული ტურიზმის განვითარებას.

მოხარული ვარ, რომ ისეთი მაღალი კლასის სპორტსმენები, როგორიც არიან TCR International-ის მრბოლელები, შეუერთდნენ შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას. ჩვენ ერთად მოვუწოდებთ საზოგადოებას - დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ადრენალინი კი მხოლოდ ავტოდრომებზე დავხარჯოთ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მარათონის პარალელურად, შსს-ს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩემპიონატის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომომასალა დაურიგეს.

TCR international-ი შსს-ს კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, გასულ წელს შეუერთდა. შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე დათა ქაჯაიამ, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას, საკუთარ სარბოლო ავტომანქანაზე კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები განათავსა.

შსს-ს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის ავტორბოლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის გახსნას, ასევე, 2018 და 2019 წლების სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს ცნობილი ავტომრბოლელები მიიღებენ, მათ შორის, ქართველი ავტომრბოლელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრი დათა ქაჯაია.

საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა