logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მშენებლებმა საქართველოში თანამედროვე შენობების ოთხი მთავარი საფრთხე დაასახელეს
მშენებლებმა საქართველოში თანამედროვე შენობების ოთხი მთავარი საფრთხე დაასახელეს
11:40 01.04.2017
„საქართველოში თანამედროვე შენობები შეიძლება იყოს ძალიან საშიში და მათ მობინადრეებს სიკვდილსა და ავადმყოფობას უქადის“-, განაცხადა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, მშენებელმა და პროფესორმა ანზორ საკანდელიძემ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მშენებელმა საქართველოში თანამედროვე შენობების ოთხი მთავარი საფრთხე დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტები არ არსებობს და შეუძლებელია იმის თქმა, მობინადრეების საჭიროებებს რომელი სამშენებლო კომპანია აქცევს ყურადღებას.

"პირველი საფრთხე — ტოქსიკური აირების გამოყოფა ყალბი სამშენებლო მასალების გამოყენებისას. ეს ძალიან საშიშია, მაგალითად სახლის ან სველი წერტილების მოპირკეთებისას. თვით შენობა შეიძლება ეკოლოგიურად სუფთა იყოს, მაგრამ რემონტის შემდეგ შესაძლოა უბედურება დატრიალდეს", — განაცხადა საკანდელიძემ.
მისი თქმით, თანამედროვე სახლებში რადიაციის პრობლემაც დგას. როგორც მშენებელი ამტკიცებს, საქართველოში მშენებლობისას შეიძლება გამოიყენებოდეს სამშენებლო მასალები და მილები ლითონისგან, რომელიც ჩერნობილიდან ტრანსპორტირებული მილებისგან არის გადამდნარი.
"ეს ლითონი, ძირითადად, საქართველოში წამოვიდა… არ გამოვრიცხავ, რომ ის სახლების მშენებლობაში გამოიყენეს", — აღნიშნა საკანდელიძემ.
მშენებლის თქმით, თანამედროვე სახლების კიდევ ერთ საშიშროებას ელექტრომაგნიტური გამოსხივება წარმოადგენს. მისი თქმით, უნდა მოწმდებოდეს, რამდენად შეესაბამება ელექტროგაყვანილობა უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან საკანდელიძემ აღნიშნა, რომ სახლებში არ უნდა გამოიყენებოდეს გამაგრძელებლები და "ტრაინიკები".
"თითოეულ მოწყობილობას საკუთარი კვების წყარო უნდა გააჩნდეს", — ხაზგასმით აღნიშნა მან.
ყველაზე მთავარ საშიშროებად კი მშენებელს აირი რადონი მიაჩნია.
რადონი — უსუნო და უფერო აირია, რომელსაც ვერ იგრძნობ, მაგრამ ის სერიოზულ დაავადებებს იწვევს, მათ შორის კიბოს. რადონი მიწის ქვეშ გროვდება და ვენტილაციის სისტემის გავლით, სარდაფებიდან და წყლიდან ხვდება სახლებში.
"თბილისში ძალიან ბევრი ბარი და რესტორანი პირველ სართულებზე და სარდაფებშია განლაგებული, და აუცილებელია მათი შემოწმება ამ აირის კონცენტრაციაზე", — განაცხადა საკანდელიძემ.
ამასთან, საქართველოში საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოებაზე საუბრისას, პროფესორმა 1991 წლამდე აშენებულ სახლებს უსაფრთხო უწოდა.
საკანდელიძე მიიჩნევს, რომ შვიდბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისი მთლიანად დაინგრევა.
"კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ყველა შენობის შემოწმება უნდა მოხდეს", — განაცხადა მან.
ექსპერტ მალხაზ ბედიაშვილის განცხადებით კი, საბჭოთა პერიოდში აშენებული შენობები შვიდბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი, ხოლო თანამედროვე შენობებისთვის უსაფრთხოების რეგლამენტი არ არსებობს.
"ამ სახლებს სეისმომდგრადობაზე არავინ ამოწმებს", — აღნიშნა ბედიაშვილმა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. ყველაზე მძლავრი 7-ბალიანი მიწისძვრა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა. ეპიცენტრში ინტენსივობამ 9 ბალს მიაღწია. ამ მიწისძვრამ თითქმის 200 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა დაახლოებით 46 ათასი საცხოვრებელი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა