სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოში დღეს იწვიმებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს,
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.
ღამით წვიმაა ნავარაუდევი დედაქალაქშიც, დღისით კი - უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
უახლოესი სამი დღის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
ასევე, წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ივნისის ბოლოსთვის. სინოპტიკოსების ცნობით, ამ დროისთვის ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

















