logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონები გამოცდის ეტაპზეა
დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონები გამოცდის ეტაპზეა
14:34 30.03.2017
პირველადი მეთესლეობისა და სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის ინ ვიტრო ლაბორატორიაში დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონების გამოცდა მიმდინარეობს. ლაბორატორია დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ადგილობრივი ჯიშებისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან (CIP) მიღებული 80 სხვადასხვა კლონის გამრავლებას ინ ვიტრო მეთოდებით აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისი პროგრამის - თესლისა და სარგავი მასალის წარმოების განვითარების მხარდაჭერა და აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემების შენარჩუნების მიზნით გენეტიკური ბანკის შექმნა/მართვა - ფარგლებში ხორციელდება.
კარტოფილის უვირუსო, სუპერ ელიტური ხარისხის (SSSE კატეგორია) სათესლე მასალის მიღების მიზნით, 8000-ზე მეტი მიკრომცენარე სინჯარიდან ორანჟერეაში გადაირგა; შემდეგ ეტაპზე მათი გამოცდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოხდება, ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული კლონების გამოსავლენად. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მეთოდიკის შესაბამისად, ორანჟერეის პირობებში, მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე აღრიცხვები ტარდება, მიღებული მონაცემები კი ერთიან საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში (Highly Interactive Data Analysis Platform) შედის.

აღსანიშნავია, რომ კარტოფილის კულტურის პარალელურად, კვლევა წარმოებს მრავალწლოვანი კულტურების (კურკოვანი კულტურების კლონური საძირეები, კენკროვანი კულტურები, სამკურნალო მცენარე - გოჯი ბერი, დეკორატიული მცენარეები, ვაზის იშვიათი ჯიშები) ინ ვიტრო გამრავლების და უვირუსო სარგავი მასალის მიღების ეფექტიანი ტექნოლოგიის შემუშავება-დახვეწის მიმართულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა