logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე მეცხვარეებთან ჩავიდა
ლევან დავითაშვილი ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე მეცხვარეებთან ჩავიდა
12:44 30.03.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე იმყოფებოდა, სადაც მეცხვარეებს დარგში არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილთან ერთად ესაუბრა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დედოფლისწყაროში ახლადაშენებული ბიოუსაფრთხოების პუნქტიც დაათვალიერა, სადაც უსასყიდლოდ მოხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დედოფლისწყაროში ტახტითეფას ზამთრის საძოვრებზე ინდმეწარმე ბეჟან გონაშვილის ფერმა დაათვალიერა. ბეჟან გონაშვილი სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმომ 540 000 ლარის შეღავათიანი კრედიტი მიიღო და წარმოება გააფართოვა. ივრის ზეგანის პატრიოტების ფერმაში 5000 ცხვარია, სეზონურად საწარმოში 20-25 ტონა მატყლს და 40 ტონა ხორცს აწარმოებენ. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.
მეცხვარეობის დარგი საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის:
• მიმდინარეობს ცხვრის პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაცია დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი;
• ბიოუსაფრთხოების პუნქტები კახეთის რეგიონშიც გაიხსნება. მიმდინარე წელს კახეთში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, 2 პუნქტი აშენდა. 2018 წელს ანალოგიური პუნქტი აშენდება ყვარელშიც.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ქართულ ცხვარზე გაზრდილია მოთხოვნა არაბულ ქვეყნების მხრიდან. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან განხორციელდა 400 ათასამდე სული ცხვრის (30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტი; აქედან 255 ათასი სული ცხვარი (23 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტირებულია არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, იორდანიაში, ლიბანში, ქუვეითსა და ყატარში. გარდა ამისა, ევროკავშირთან მიღწეული შესაბამისი შეთანხმებით, საქართველო დაემატა ეგრეთწოდებული მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველი მეცხვარეები ახალი გამოწვევების წინაშე არიან. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მათ შესაძლებლობა მიეცათ მაქსიმალურად გამოიყენონ ის პოტენციალი, რაც საქართველოში მეცხვარეობის დარგში არსებობს.
სოფლი მეურნეობის მინისტრთან ერთად დედოფლისწყაროში კახეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა კვარაცხელია და მეცხვარეთა ასოციაციის თავნჯდომარე ბექა გონაშვილი იმყოდებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა