logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ღონისძიება -„საქართველო თამბაქოს გარეშე" გაიმართა
ბათუმის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ღონისძიება -„საქართველო თამბაქოს გარეშე" გაიმართა
02:03 30.03.2017
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება "საქართველო თამბაქოს გარეშე". ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ესწრებოდა.
საქართველოში ეს დღეს ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თამბაქოს მავნებლობის შეასახებ, რის შემდეგაც შეხვედრა დებატების ფორმატში გაგრძელდა.
სკოლის სამხატვრო წრის წევრებმა დახატეს პოსტერები სლოგანებით და ისაუბრეს საკუთარი ნამუშევრების სიმბოლოებზე და ხედვაზე.
„ვფიქრობ, თამბაქოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებული საინფრომაციო კამპანია, უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში პირველ რიგში ოჯახი და სკოლა უნდა იყოს მაგალითი. მიხარია, რომ დღეს სკოლის მოსწავლეებს ასეთი სწორი გზავნილები ჰქონდათ გაჟღერებული, ასეთი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ მავნე ჩვევისაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლას” - განაცხადა სოფიო ბაკურიძემ, რომელიც ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციას „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელობს.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, საგანგაშოა მსოფლიოში არსებული სტატისტიკა. „ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება – 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია აქედან 55 % მამაკაცია, 5 % – ქალი. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.
მსგავსი ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს პრევენციას, ცნობიერების ამაღლებას, რა მიმართულებითაც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს” - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით „ჯანმრთელობის გაკვეთილებს“ ატარებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა