logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოზარ სუბარი უკრაინელ კოლეგას შეხვდა
სოზარ სუბარი უკრაინელ კოლეგას შეხვდა
16:11 29.03.2017
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ვადიმ ჩერნიშსა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელებს შეხვდნენ.
უკრაინის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის მიზანსაც იძულებით გადაადგილების თემაზე საქართველოს გამოცდილების გაზიარება და ამ მიმართულებით მთავრობათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა უკრაინელ სტუმრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, უკრაინა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით ახალი რეალობის წინაშე დგას. ამიტომ მათთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
„დევნილების პრობლემების გადაწყვეტის კუთხით საქართველოში გაცილებით დიდი გამოცდილებაა დაგროვილი. უკრაინისთვის კი ეს ახალი რეალობაა. უკრაინის დელეგაციის ვიზიტის მიზანია, რომ გაეცნონ და გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება. ცხადია, უკრაინის სპეციფიკა განსხვავებულია, თუმცა, შეუძლიათ როგორც დადებითი გამოცდილების გაზიარება, ისე ჩვენი დაშვებული შეცდომების გათვალისწინება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ვადიმ ჩერნიშის თქმით, უკრაინა საქართველოს მრავალწლიან გამოცდილებას ბევრ საკითხში გაიზიარებს.
„ჩვენ გავეცანით სამინისტროს მუშაობის პრინციპებსა და მიდგომებს, რის შემდეგაც დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინები დავათვალიერეთ და ვნახეთ როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი პრაქტიკაში. გაკვირვებულები ვართ, რა ეფექტურად მუშაობს სამინისტრო ამ მიმართულებით. სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობებიდან ჩვენ ბევრ რამეს გამოვიყენებთ, როგორც ფასეულ გამოცდილებას. მომავალში, უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მუშაობას სამუშაო ჯგუფში გავაგრძელებთ“, - განაცხადა ვადიმ ჩერნიშმა.
უკრაინის დელეგაციის წევრებმა სამინისტროში არსებული „დევნილთა მისაღები ცენტრი“ დაათვალიერეს და ყველა იმ მომსახურებას გაეცნენ, რომელსაც ცენტრის თანამშრომლები ბენეფიციარებს უწევენ.
უკრაინელი სტუმრები, სოზარ სუბართან ერთად, „თბილისის ზღვის ახალ ქალაქსაც“ ესტუმრნენ, იქ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და სამინიტროს მიერ მათთვის ახალაშენებულ კორპუსებში გადაცემული ბინები დაათვალიერეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა