დედაქალაქის გარკვეულ უბნებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე კი გუდიაშვილის მოედნის, ბეთლემის აღმართის, აბესაძის, დადიანის, კოტე აფხაზის, ლერმონტოვის, ახოსპირელის, აბო თბილელის, კუფტინი და საიათნოვას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელ დიღომის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, მეფე არჩილის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის და გოძიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე 10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში კი, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ჩაჩავას, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მაცხოვრებლები.

















