ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დღეს მწერალ გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება.
ლექცია შეხვედრათა ციკლის „მე-ევროპელი“ ფარგლებში მოეწყობა. მწერალი საინფორმაციო ცენტრს მეორეჯერ ეწვევა და მის ლექციას 200-მდე დაინტერესებული პირი დაესწრება.
პროექტის „მე-ევროპელი“ ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები არაფორმალურ გარემოში ხვდებიან ერთმანეთს და საუბრობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ევროპული ღირებულებები, ევროინტეგრაცია, გარემოს დაცვა, სამოქალაქო აქტივობები, განათლება, ლიტერატურა, კულტურა და სხვ.
საჯარო ლექცია დღეს 18:00 საათზე შედგება.

















