logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძემ სოფელ ოქრუაშვილებში კულტურის სახლი გახსნა
ზურაბ პატარაძემ სოფელ ოქრუაშვილებში კულტურის სახლი გახსნა
21:42 27.03.2017
ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრებისა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის ფარგლებში ზურაბ პატარაძე სოფელ ოქრუაშვილებს ესტუმრა, სადაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ახალაშენებული კულტურის სახლი გახსნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის მასშტაბით ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სადღესასწაულო დღეებსაც გამოეხმაურა. ზურაბ პატარაძის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ აჭარის მოსახლეობას ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან დღეს ხულოს მუნიციპალიტეტიდან ულოცავს.
„საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკისა და დაუღალავი შრომის შედეგია. უახლოეს მომავალში საქართველოსთვის გაიხსნება 500 მილიონიანი ევროპული ბაზარი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციის წარმოებისა და ექპორტის გაზრდას“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ოქრუაშვილების კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტებზე, კურორტ „გოდერძის“განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის დაგეგმილ ღონისძიებებზე და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტზეც ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ შიდა სასოფლო და თემებთან დამაკავშირებელიგზების რეაბილიტაციაზე. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ხულოს მუნიციპალიტეტს უფრო მეტივიზიტორის მოზიდვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ სერვისის სფეროში დაგეგმილი გადამზადების უფასო კურსების ძირითადი ნაწილი სწორედ მთიანი აჭარისკენაა მიმართული.გადამზადების კურსები მაღალმთიან სოფლებში არსებულ განთავსებისა და კვების ობიექტებში თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა