logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგკურსის შედეგად საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდება
„აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგკურსის შედეგად საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდება
21:13 27.03.2017
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7000-ზე მეტ მასწალვებელს “აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგის კურსს შესთავაზებს. ამჟამად, უკვე დასრულდა ტრენინგის ექვსი მოდულების საცდელი ფაზა ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის სწავლებაში. საცდელ ფაზაში ცენტრის 132 ტრენერი იღებდა მონაწილეობას.
„აქტიური სწავლება მასწავლებლებში“ ტრენინგი ითვალისწინებს რეალური სასწავლო გარემოს მოდელირებას, სადაც მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარ თავზე გამოსცადონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების ძირითადი პრინციპები, უშუალოდ დაინახონ მათი სარგებელი და შეიმუშაონ ამ მიდგომების სასწავლო პრაქტიკაში ინტეგრირების გეგმა.
შესაბამისად, ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს დაეხმარება სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული და XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადოს. ტრენინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს.
საგნობრივი ტრენინგები 2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდება და დაგეგმილია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადება, რომლებმაც, მასწავლებელეთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, უკვე გაიარეს ზოგადპროფესიული უნარების კურსის მოდულები 2016-2017 წელს.
ტრენინგი ითვალისწინებს უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების მონაწილეობას, შესაბამისად საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა და გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები.
2016-2018 წლებში, მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს:
1. ზოგადპროფესიულ უნარებში (სამი თორმეტსაათიანი მოდული; სულ 36 საათი - 3 კრედიტქულა)
2. აქტიური სწავლება საგანში (ერთი ოცდაოთხსაათიანი მოდული - 2 კრედიტქულა)
ტრენინგებს მასწავლებლები ორ ნაკადად გაივლიან. მასწავლებლების პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების კურსი 2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდება (ზოგადპროფესიული უნარებსა და საგნობრივ მეთოდიკაში); მასწავლებელთა მეორე ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი - 2018 ივლისის პერიოდში გაივლის.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა