logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციის წესებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციის წესებს ამოწმებს
13:23 27.03.2017
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა კახეთის რეგიონში სარეალიზაციოდ გამოტანილი პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციის ადგილები მოინახულეს. სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აგრარულ ბაზარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პრეპარატების შენახვისა და რეალიზაციის წესებს გაეცნო.

„გახშირდა ფერმერების მხრიდან უკმაყოფილება მოხმარებული პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ამოწმებს სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სასოფლო- სამეურნეო პრეპარატების ხარისხს, ასევე, რეგისტრაციისა და რეალიზაციის წესებს. უმნიშვნელოვანესია, თუ რამდენად სწორად ინახება და იყიდება პრეპარატები. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ხშირად ყოველგვარი წესების გარეშე, ღია ცის ქვეშ იყიდება პრეპარატები, რაც დაუშვებელია. ჩვენ მოვუწოდებთ ფერმერებს, არ შეიძინონ აგროქიმიკატები და პესტიციდები იქ, სადაც არ არის დაცული პრეპარატების განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, რადგან არასწორად შენახვის შემთხვევაში, პრეპარატების მოქმედება არაეფექტიანია. გამოყენებისას კი, მომხმარებლებმა, სპეციალისტის კონსულტაციის გათვალისწინებით, უნდა დაიცვან შესაბამისი ვადები და მოხმარების წესები “, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

სააგენტოს ფიტოსანიტარებმა პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში. მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნამდვილად იმ პრეპარატს ყიდულობს, რომელიც მცენარეთა დაცვის სპეციალისტმა ან აგრონომმა ურჩია. მნიშვნელოვანია ტარის შემოწმება, რომელშიც მოთავსებულია პესტიციდი. ჭურჭელი აუცილებლად ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული - ჭურჭლის სახურავს უნდა ჰქონდეს ხელუხლებელი დამცავი რგოლი. პესტიციდის ტარაზე განთავსებული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, სადაც მითითებულია: პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივთიერება და კონცენტრაცია, უსაფრთხო გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები, ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი. დაუშვებელია უეტიკეტო, საცობდაზიანებული, საეჭვო ჭურჭელში მოთავსებული პესტიციდის შეძენა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების აღიარებას და დარღვევებზე საჯარიმო სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

პესტიციდების მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5413.pdf

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა