ტექნოპარკს, ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის საქართველოს ფილიალის და ინოვაციების სააგენტოს
ორგანიზებით, 12-16 წლამდე ასაკის ქისტი ბავშვები ეწვევიან. სტუმრები დაათვალიერებენ ტექნოპარკს და გაეცნობიან არსებულ შესაძლებლობებს. ასევე, მათ ჩაუტარდებათ „littke bits“ და „ლეგორობოტიკის“ შემეცნებითი, სახალისო ვორქშოფები, რომელზეც ელექტორნიკის საწყისებსა და პროგრამირებას დაეუფლებიან.
„პანკისელი ბავშვების ტექნოპარკში ვიზიტის მიზანია, წარმოდგენა შევუქმნათ მათ, ტექნოლოგიურ მიღწევებზე და ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ რესურსებზე. მსგავსი სახის ღონისძებები აამაღლებს მათ ცნობიერებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
PH International-ის საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის მერვე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას. ამ მიზნით, მათი ერთ-ერთი მიმართულებაა სათემო ინიციატივების კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემენ გრანტებს, ახალგაზრდებისთვის სკოლის შემდგომი პროგრამებისა და სერვისების შესაქმნელად/შესათავაზებლად. წელს ორგანიზაციის ერთ-ერთი სამიზნე რეგიონია პანკისის ხეობა, კერძოდ დუისი, ჯოყოლო და მიმდებარე სოფლები“- აცხადებენ ტექნოპარკში.

















