logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების კვლევის დანერგვაზე მუშაობენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების კვლევის დანერგვაზე მუშაობენ
15:58 24.03.2017
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების,
ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ. ამჟამად, ლაბორატორიის სპეციალისტებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში ახალი მეთოდის შემუშავებაზე სწავლება უტარდებათ. FAO-ს წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ კვლევის დანერგვის პროცესში და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ ქართველ სპეციალისტებს. ვირუსულ-მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვას მეთვალყურეობას ისრაელის კიმრონის ვეტერინარული ინსტიტუტის პროფესორი ორან ერსტერი უწევს. სწავლების დასრულების შემდეგ, ახალი დაავადების კვლევა, როგორც თბილისის, ასევე ახალციხისა და ქუთაისის ლაბორატორიებში იქნება შესაძლებელი.

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მონაცემებით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის ვირუსი 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგიის შექმნას ითვალისწინებს. FAO-ს პროექტის პირველი ნაწილის თანახმად, სპეციალურმა გუნდმა დაავადების გავრცელების რისკი შეაფასა, რის შედეგადაც, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა ვაქცინაცია განახორციელა. პროექტის მეორე ნაწილი ლაბორატორიული კომპონენტის შესრულებას გულისხმობს. ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვა ხელს შეუწყობს, დაავადების გავრცელების შემთხვევაში, დროულად მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება.

FAO-ს პროგრამის დასრულების შემდეგ, იგეგმება დაავადების კონტროლის სახელმძღვანელოს შექმნა. მსხვილფეხა საქონლის დაავადება - ნოდულარული დერმატიტი ახალი ვეტერინარული დაავადებაა, შესაბამისად საჭიროა დეტალური ინსტრუქცია იმისათვის, რომ დაავადების კონტროლი და აღკვეთა საჭირო პროცედურების დაცვით განხორციელდეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა