logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 “ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის გენგეგმის დოკუმენტების სრულ სამართლებრივ შეფასებას მოხდენს
“ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის გენგეგმის დოკუმენტების სრულ სამართლებრივ შეფასებას მოხდენს
14:47 24.03.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის დოკუმენტის სრულ სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
შეფასების საგანს წარმოადგენს მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი დასაბუთების საკითხი. ამასთან, გამოცხადებული კონკურსის პირობები, გამარჯვებული კომპანიის გამოცდილება და კონკურსის ჩატარების გამჭვირვალობის შესწავლის საკითხი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს საზოგადოების აქტიური ჯგუფების დისკუსიის გარეშე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის რედაქტირების პროცესში წარმოდგენილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტების სრულ სამართლებრივ შეფასებას მოახდენენ.

ამასთან, ორგანიზაცია უზრუნველყოფს დოკუმენტის პრინციპების ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის.

ამ მიმართულებით, საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, უკვე მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ინტერესის საგანს წარმოადგენს მერიის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობები, ვადები, კონკურსში მონაწილე კომპანიების სია, კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე დაწინაურებული კომპანიების დასახელებები, გამარჯვებულ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რეკომენდაციები, მათი შესრულების ფარგლები და სხვა.
ორგანიზაცია მომზადებული მონიტორინგის პრეზენტაციასაც გამართავს.
2015 წლის სექტემბერში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოების წინაშე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული კომპანიები გამოაცხადა. თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციას „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დაევალა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2015–2016 წლებში, საკითხზე რამდენიმე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებას კი, „თანხმობის დოკუმენტი“ უწოდა.


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებული დოკუმენტი 2017 წლის აპრილში უნდა განიხილოს. საკითხზე მიმდინარე კვირას საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესში აქტიური მონაწილეობის დაწყებისკენ განცხადება გააკეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“, რომელიც დოკუმენტს ეკონომიკური ანალიზის კუთხით შეისწავლის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა