თბილისის გარკვეულ ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მუხიანის IVბ მიკრორაიონის, სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
15 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კრწანისის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლები.
14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა სოფელ თელეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 14 საათიდან 15 საათამდე კი ქუთათელაძის, თაბუკაშვილის და ბროსეს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე ენერგომომარაგება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რომის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 15 საათამდე ჩუბინაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 14 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას დიდი დიღმის III მიკრორაიონის 27-ე კორპუსის მაცხოვრებლები.

















