logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დასავლეთ საქართველოში თხილის მავნებლის წინააღმდეგ წამლობას სახელმწიფო დააფინანსებს
დასავლეთ საქართველოში თხილის მავნებლის წინააღმდეგ წამლობას სახელმწიფო დააფინანსებს
15:49 23.03.2017
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“
დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო სამი ძირითადი მიმართულებით განახორციელებს.
სააგენტო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სრულმასშტაბიან მონიტორინგს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩაატარებს.
დასავლეთ საქართველოში განისაზღვრება მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდება ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი, მონიტორინგი მავნებლის შესაძლო გავრცელების შესასწავლად ჩატარდება. მონიტორინგის ფარგლებში, დაგეგმილია, აგრეთვე, სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) განთავსება.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, ქიმიური წამლობა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებს, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლებები.
მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემა.
მოსახლეობისთვის აზიური ფაროსანას შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განხორციელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია. მავნებლის ინტენსიური გავრცელების რეგიონებში, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბები; ამოქმედდება ცხელი ხაზი, ასევე მუდმივად განახლებადი ვებგვერდი, სადაც განთავსდება მავნებლის გავრცელების ელექტრონული რუკა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების წარმოდგენილი პროექტით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში (სამეგრელო, გურია, სამტრედია, გალის რაიონი) მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 48 544 ჰექტარზე. ასევე, სამუშაოების ჩასატარებლად ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდი გადაეცემათ პირებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი (ჯამში, დაახლოებით 5 200 ჰა).
მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მიზანშეწონილია მაის-ივნისში, მავნებელის დაფრთიანებამდე (ნიმფის ასაკში).

დამატებითი ინფორმაცია:
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, შეიმუშავა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა) და მონიტორინგს. დღეისათვის უკვე ჩატარდა შეხვედრები და სწავლებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დაიბეჭდა საინფორმაციო მასალები და მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა