logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
თსუ-ში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
10:32 23.03.2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მათ შორის სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციასთან ერთად გამოიფინება 1629 წელს რომში გამოცემული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - ქართული ანბანი ლოცვებითურთ; ასევე რომში, 1679 წელს გამოცემული ქართული ენის გრამატიკა; 1705 წელს მოსკოვში დასტამბული დავითნი; 1709 წელს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი სახარება და სხვა უნიკალური ექსპონატი.

თსუ პირველ კორპუსში (მუზეუმი, II სართული) გაიხსნება გამოფენა ,,ავტოკეფალია 100“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული საეკლესიო უნიკალური გამოცემები და ხელნაწერები. ექსპონატები ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, მაღალმხატვრული პოლიგრაფიული და კალიგრაფიული ღირსებით გამოირჩევიან. მათ შორის, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის პირადი წიგნების კოლექციის ნაწილი. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაიხსენოს ქართული წიგნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და პოლიგრაფიული ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ექსპოზიციაზე, აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში მონაწილე იმ სასულიერო პირების ფოტოები (კირიონ II, ლეონიდეს, კალისტრატე ცინცაძის, ამბროსი ხელაიას და ილია II) და მათი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა დროს საქართველოს პატრიარქები გახდნენ. დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის უნიკალური საარქივო ხელნაწერები, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ 100 წლის წინ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით განვითარებულ რთულ პროცესს.

10.30 საათზე კი გაიხსნება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (107-ე აუდიტორია). კონფერენციაში მონაწილე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები წაიკითხავენ მოხსენებებს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საეკლესიო და ისტორიულ რეალიებზე; ამ საკითხთან დაკავშირებულ საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებზე. სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა