logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერი ანგარიშის-„ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიაში“ პრეზენტაციას დაესწრო
თბილისის მერი ანგარიშის-„ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიაში“ პრეზენტაციას დაესწრო
18:50 22.03.2017
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB), მომავალი ქალაქების პროგრამის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას „ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიაში“ დაესწრო.

ღონისძიებაზე, თბილისის ავტობუსების ქსელის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კვლევის შედეგები წარადგინეს, რომლის საფუძველზეც ქალაქში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეფასდა და შემოთავაზებულ იქნა ავტობუსების ქსელის რეკონსტრუქციის ჩარჩო. მათ შორის, მიწისზედა სატრანსპორტო კორიდორის კონცეპტუალური დიზაინი, რომელიც ეყრდნობა ავტობუსების სწრაფ ტრანზიტულ სისტემას ან ტრამვაის. კორიდორების შექმნა ხელს შეუწყობს გამტარუნარიანობასა და საცობებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.

ანგარიშში, ასევე, დეტალურად არის აღწერილი ავტობუსების განრიგის განახლება და ქსელის სხვა პრიორიტეტული საკითხები. ასევე, სხვა საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებთან ინტეგრაცია, რათა განიტვირთოს საავტომობილო მოძრაობა და წახალისდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.

„დღეს წარმოდგენილი კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც ავტობუსების, ასევე მეტროს სისტმის განვითარებას, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთის მხრივ, მარშრუტების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა , რაც მნიშვნელოვანია, როგორც საცობების განტვირთვის, ასევე, საწვავის დაზოგვის თვალსაზრისით. ეს უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის მუნიციპალურ სატრანსპორტო სისტემას. ამ კვლევების საფუძველზე, რაც დღეს იქნა განხილული, ჩვენ უკვე მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

„რამდენიმე კორიდორიდან იქნა შერჩეული ამ ეტაპზე ყველაზე უფრო ოპტიმალური და ეს არის დიდი დიღომი- მარჯანიშვილის მოედანი, სადაც შესწავლილ იქნა 14 კილომეტრიანი მარშრუტი ავტობუსებისთვის სპეციალური პრიორიტეტული ხაზების მოწყობისთვის (Bus Lane) და ასევე, ტრამვაის განვითარებისთვის, წარმოდგენილი იქნა მელიქიშვილის გამზირზე “Bus Lane”-ის მოწყობის შესაძლებლობები“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ.

წარმოდგენილ ანგარიშში საუბარი ასევე შეეხო პარკინგის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს, რომლის დეტალურ აღწერილობასაც თბილისის მერია უახლოეს მომავალში მიიღებს, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად საკრებულოს შესაბამის კომისიას წარედგინება.

CDIA-იმ ასევე წარმოადგინა თბილისის მეტროპოლიტენის სისტემის მიზანშეწონილობის ახალი კვლევა, რომელიც სავარაუდოდ 5 თვეში დასრულდება და მეტროპოლიტენის მუშაობის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლების, მგზავრების უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებს შეისწავლის.

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორის, იეშიმ ელჰან-კაიალარის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკს თბილისის მერიასთან ძლიერი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

„იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევები გადაიქცევა ხელშესახებ პროექტებად და ქალაქ თბილისის მოსახლეობას უკეთეს მომსახურებას შევთავაზებთ“,- განაცხადა იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

ამჟამად, თბილისში, ასევე, იმყოფება აზიის განვითარების ბანკის „მომავალი ქალაქების“ პროგრამის დელეგაცია, რომელიც 7 საერთაშორისო გუნდისგან, მათ შორის გენდერული საკითხების სპეციალისტებისგან, სმარტ ტექნოლოგიებისა და ციფრული ფინანსირების ექსპერტებისგან შედგება. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ადგილობრივი ორგანოებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა და შესაბამის დაინტერესებულ პირებთან შეხვედრაა. ვიზიტი ძირითადად მოიცავს პოტენციური შესაძლებლობების აღმოჩენას, რათა გაუმჯობესდეს ურბანული დაგეგმარება, გაიზარდოს ინსტიტუციონალური შესაძლებლობები და ტექნოლოგიები, სტიმული მისცეს ქალების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვასა და მონაწილეობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა