logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ რეკომენდაციით მიმართავს, გათბობის სისტემის რეალური ფუნქციონირებისთვის ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ რეკომენდაციით მიმართავს, გათბობის სისტემის რეალური ფუნქციონირებისთვის ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს
18:30 22.03.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გათბობის სისტემის გამართულობისთვის დახარჯული სახსრები შეისწავლეს. ორგანიზაციის ინტერესი უნივერსიტეტის სტუდენტების მომართვის შემდგომ გაჩნდა, რომლის მიხედვითაც, 2016–2017 სასწავლო წლის პირველი სემესტრის პერიოდში, უნივერსიტეტის კორპუსებში მწვავედ იდგა გათბობით უზრუნველყოფის საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წელს, გათბობის სისტემისთვის დახარჯა 126,163 ლარი. აქედან თსუ მეორე კორპუსის გათბობისთვის მიემართა 104 511, ამავე კორპუსის ტერიტორიაზე წყლის მილების სამონტაჟო სამუსაოებისთვის 5 467, ხოლო უნივერსიტეტის მე–5 კორპუსის გათბობის სისტემის სამუშაოებისთვის – 16 185 ლარი. ორგანიზაციამ გამოითხოვა და შეისწავლა 2015–2014 წლების მონაცემებიც, რომლის თანახმადაც, 2015 წელს დაიხარჯა 90 606, ხოლო 2014 წელს – 27 024 ლარი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საყურადღებოდ მიიჩნევს სტუდენტების იმ ნაწილის პრეტენზიებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტის მხრიდან დახარჯული თანხების მიუხედავად, არ ხდება გათბობის სისტემის რეალური ფუნქციონირება და ლექციების, აგრეთვე საგამოცდო პერიოდის უზრუნველყოფა ხდება შეუსაბამოდ დაბალი ტემპერატურის გარემოში. ამასთან, მნიშვნელოვანია ცალკე პრობლემად გამოიყოს მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკის ფოიეში გათბობის სისტემის არარსებობა და საგამოცდო პერიოდში მომუშავე პერსონალის მძიმე მდგომარეობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციით მიმართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გატარდეს რეალური და ქმედითი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებლობას გააჩენენ უნივერსიტეტის ყველა კორპუსში გათბობის სისტემის მოწესრიგებისთვის. აღნიშნული საკითხის მოგვარება დაკავშირებულია მოქალაქეების განათლებისა და ჯანმრთლეობის უფლების უზრუნველყოფის საკითხთან. განსაკუთრებით იმ შემთხვევის გათვალისწინებით, როდესაც თსუ მნიშვნელოვან თანხებს მიმართავს სისტემის ფუნქციონირებისთვის, თუმცა არ ხდება იმ პრობლემების იდენტიფიცირება ან გამოსწორება, რომლითაც თსუ–ში გათბობის სისტემა სრულიად შეუსაბამოა არსებულ მოთხოვნებთან.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თსუ–ს საკითხის შესწავლის მიზნით 2017 წლის 13 იანვარსა და 13 თებერვალს მიმართა. ორგანიზაცია საუნივერსიტეტო საკითხებზე ყურადღების გამახვილებას მომავალშიც გეგმავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა