დედაქალაქის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა დელისი 3, გაზაფხულის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის და მუხრანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის გამო კი, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ გლდანის, ნუშის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა ხეხილ-სანერგე მეურნეობის და რეხის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
ვაკის რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტრომომარაგება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს შეუწყდება.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო კი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ მაცხოვრებლებს შეეხება.

















