სასტუმრო „ამბასადორში“ დაგეგმილ კონფერენციასთან - „ღმერთის სიტყვა - სულიწმინდა - განკურნება!“
დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოსაწვევს აღნიშნულ კონფერენციაზე დასასწრებად ე.წ „ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა“ სექტა ავრცელებს.
„უკანასკნელ დღეებში თბილისის ქუჩებში ვრცელდება ანონიმური მოსაწვევები კონფერენციაზე „ღმერთის სიტყვა - სულიწმინდა - განკურნება!“, რომელიც სასტუმრო „ამბასადორში“ 23-24 ივნისს ტარდება. მოსაწვევში არ არის მითითებული, თუ რომელი კონფესია აწყობს ამ შეკრებას. საპატრიარქოს პრესცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ მოსაწვევევს ავრცელებს ე.წ. „ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა“ სექტა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მათი ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში ვრცელდება პლაკატები, რომლის თანახმად 23 ივნისს მაჩაბლის ქუჩაზე „მაჰარიშის ტრანსცენდენტული მედიტაციის ცენტრი“ და „დევიდ ლინჩის საქველმოქმედო ფონდი“ აწყობენ ღია კარის დღეს.
„აღნიშნული ცენტრი და ფონდი წარმოადგენს ერთ-ერთ ტოტალიტარულ სექტას. შეგახსენებთ, რომ ქუჩაში მოწოდებული ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე რომელიმე სექტა დგას“ - ნათქვამია განცხადებაში.

















