logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„აფბა“-ში თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმას უშინაარსო დოკუმენტს უწოდებენ
„აფბა“-ში თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმას უშინაარსო დოკუმენტს უწოდებენ
13:24 20.03.2017
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე აცხადებს, რომ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა უშინაარსო დოკუმენტია ან მასში რაღაც ისეთი იმალება, რისი გადაფარვაც პოპულისტური თემებით სურთ.
„ზოგადად ქალაქის განვითარების შესახებ ძირითადი დოკუმენტი უნდა მოიცავდეს მრავალ ასპექტს. ჩვენ, როდესაც მსგავს დოკუმენტებზე ვსაუბრობთ, გვახსენდებამხოლოდ არქიტექტურა და ეკოლოგია და პრობლემატიკის დასმა სწორედ ამ კონტექსტში ხდება, თუმცა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში იქმნება, მნიშვნელოვანი ხდება ის ეკონომიკური ცხოვრების მოდელი, რასაც დედაქალაქის სამომავლო განვითარების ძირითადი დოკუმენტი იძლევა. ამ კონტექსტის გარეშე ჩემთვის რაიმე გეგმის განხილვას აზრი არ აქვს. ამ ფონზე, მთავრი პრობლემა, სწორედ არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის რეალობაში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი დოკუმენტის შესახებ საზოგადოებამ სულ რამდენიმე, კონტექსტიდან ამოგლეჯილი საკითხის შესახებ იცის, ისიც ზედაპირულად. მაგალითად, დოკუმენტში საუბარია რკინიგზის გადატანაზე და შემოვლითი რკინიგზის პროექტის განახლებაზე, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი წელია ამ თემაზე ვსაუბრობთ, არის უამრავი არგუმენტი და არაფერი იცვლება. ასევე, საუბარია ელიავას ბაზრობის გადატანაზე, ესეც ძველი თემაა, პრაქტიკულად, ყოველ წელს ეს ბაზრობა სადღაც გადააქვთ. გარდა ამისა არის ზოგადი საკითხები, - ხეები უნდა დავრგოთ, რეკრეაციული ზონები განვავითაროთ, ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ“,- აცხადებს ზურა კუკულაძე.
მისივე თქმით, დოკუმენტის ავტორებისგან მას არ მოუსმენია რეალური ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, როგორი და რა ფუნქციის მატარებელი ქალაქი უნდა იყოს თბილისი, სად იქნება ეკონომიკური კერები, სად დასაქმდება ხალხი, როგორ დაუკავშირდება ეს ცენტრები ერთმანეთს, რა ინფრასტრუქტურა მოეწყობა იმისთვის, რომ ეკონომიკის ახალი სექტორები გაჩნდეს, ან არსებული განვითარდეს.
„ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ეს გეგმა უბრალოდ უშინარსო დოკუმენტია, ან მასში რაღაც ისეთი იმალება, რის გადაფარვა და მიჩქმალვა ზემოთხსენებული პოპულისტური თემებით სურთ“,-აღნიშნავს კუკულაძე.
ახლო მომავალში თბილისს ახალი გენერალური გეგმა უნდა ჰქონდეს, დედაქალაქის მერიის დაკვეთით, დოკუმენტზე კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წლიდან მუშაობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაში ძირითადი ყურადღება ეკოლოგიისა და გამწვანების პრობლემებს მიექცევა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა