დედაქალაქის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის და ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის მიზნით კი შეზღუდვა 13:30 საათიდან 14:30 საათამდე მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, ხოლო 15 საათიდან 16 საათამდე გმირ კურსანტთა შესახვევის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ბაგებში „მეტრა დეველოპმენტის“ დასახლების მაცხოვრებლები.
10 საათიდან 17 საათამდე კი შეზღუდვა მიხეილ თამარაშვილის ქუჩის №13-ის მაცხოვრებლებს შეეხება.

















