დაგეგმილი სხვადასხვა სახის სამუშაოების გამო, ხვალ საბურთალოს, ვაკისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 15 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა, ახალშენის, ბალანჩივაძის და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლები.
10 საათიდან 16 საათამდე კი შეზღუდვა საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა ჩიქოვანის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე კი აღმაშენებლის ხეივნის და სოფელ დიღომის მაცხოვრებლებს შეეხება.
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიას გელოვანის გამზირის მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.
ასევე საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს შეეხება.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო კი, 10 საათიდან 12 საათამდე ელექტრომომარაგება კახიანის, ნოსრეს, მუშათა, კელაპტრიშვილის, მესხის, ძმობის, ურიდიას და უიარაღოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდება.

















