აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, დავით გვაძაბიამ, აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებმა, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ უმძიმეს და უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა ასობით თავდადებული მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

















