logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნიკა რურუა - ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია საპატრიარქოსადმი პატივისცემის ნიშნად შეჩერდა
ნიკა რურუა - ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია საპატრიარქოსადმი პატივისცემის ნიშნად შეჩერდა
16:12 22.06.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის შეჩერება მხოლოდ საპატრიარქოს  პატივისცემის ნიშნად მოხდა, სხვა შემთხვევაში პროცესის შეწყვეტა გაუმართლებელია.
როგორც ნიკა რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტაძარში ყველაფერი იმ კრიტერიუმების მიხედვით კეთდება, რასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის მოთხოვნები ითვალისწინებს და რეკონსტრუქცია „იუნესკოს“ ექსპერტების რჩევების გათვალისწინებით დაიწყო.
რურუას განმარტებით, ლიფტი ბაგრატის ტაძრის ნაწილში არსებითი პრობლემა არ არის და ტაძრისთვის არც სხვა შენობა-ნაგებობების მიშენება ხდება.
როგორც მან აღნიშნა, შეიქმნება არა მუზეუმი, არამედ საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ნივთები. იგი საჩვენებელ სივრცეში განთავსდება.
„ასეთი რამ უცხო არ არის და წარმოდგენილია სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთანაც“ - აღნიშნა ნიკა რურუამ და განაცხადა, რომ „ფეისბუქის“ საშუალებით ყალბი ფოტოები გავრცელდა.
„ნამდვილი ფოტოები, თუ როგორია ბაგრატის ტაძარი, ჩვენთან პრეზენტაციაზეა წარმოდგენილი. ცრუ ფოტოების გავრცელება მიზანმიმართულად მოხდა და მისი მიზანი რესტავრაციის იდეის ჩაგდება იყო“ - განაცხადა რურუამ.
მისივე თქმით, მან „იუნესკოში“ რეალობის ამსახველი დოკუმენტები და იმის დამადასტურებელი ფაქტები ჩაიტანა, რომ საპატრიარქო და „იუნესკო“ შეცდომაში უსაფუძვლოდ ატეხილმა აჟიოტაჟმა შეიყვანა.
„პატრიარქის თხოვნით რეკონსტრქუცია შეჩერებულია. პირადად შევხვდი პატრიარქს და ამ საკითხზე ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ მეგონა ჩემი ბრძანებით „იუნესკოს“ სიიდან ტაძრის ამოღება შევაჩერეო“ - განაცხადა რურუამ და დასძინა, რომ რესტავრაცია საპატარიარქოსთან შეთახმებით აუცილებლად განახლდება.
კულტურის მინისტრის განცხადებით, ტაძრის რესტავრაცია ვანო გრემელაშვილისა და ანდრეა ბრუნოს პროექტით განხორციელდება.


ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა