logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფელ შილდა და პორტუგალიური სოფელი კუბა დამეგობრდნენ
სოფელ შილდა და პორტუგალიური სოფელი კუბა დამეგობრდნენ
22:37 14.03.2017
პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ინიციატივით, საქართველოს, კერძოდ კი ყვარლის რაიონს ეწვია პორტუგალიის დელეგაცია ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბას მერის ხელმძღვანელობით. ვიზიტი მიზნად ისახავდა ორი სოფლის დამეგობრებას და ამ ფორმით სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვას.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერა "ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ყვარლის რაიონის სოფელ შილდასა და პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბას შორის". დოკუმენტს საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯემალ შავერდაშვილმა და მერმა ჟოაუ მანუელ პორტუგეშმა.

პორტუგალიის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან. მხარეებმა გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა სამომავლოდ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პორტუგალიელი სტუმრები სოფელ შილდის მოსახლეობას შეხვდნენ, დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები, ეწვივნენ ილიას მუზეუმს, ილიას გორას, ნეკრესისა და გრემის მონასტრებს და მოინახულეს რამდენიმე ღვინის ქარხანა. აღსანიშნავია, რომ ალენტეჟუს რეგიონი და სოფელი კუბა განთქმულია მეღვინეობით, მათ შორის აქ იწარმოება ქვევრის ღვინო. ასევე ალენტეჟური ხალხური სიმღერა (Cante Alentejano) იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიოს არამატერიალურ კულტურის ძეგლად. ეს ორი ძირითადი კომპონენტი საქართველოსა და პორტუგალიის ამ სოფლებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებაში, გაეცნენ პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების ტექნოლოგიებს, სპეციალურად მათთვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულდა ხალხური სიმღერები.

პორტუგალიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სოფელ კუბას მერი ჟოაუ მანუელ პორტუგეში, გამგებელი სანდრა ბრაზი და უფროსი თანაშემწე დულსე ლოპეში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა