პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის რამაზ
შენგელიას გარდაცვალების გამო.
„ბატონი რამაზი გახლდათ - „ოქროს დინამოს“ პერიოდის საბჭოთა კავშირისა და ევროპის N 1 თავდამსხმელი, რომლის გარეშეც ქართული ფეხბურთის ნამდვილი ტრიუმფები წარმოუდგენელი იქნებოდა. ქართველმა და საბჭოთა გულშემატკივარმა მას მეტსახელად „ადამიანი - გოლი“ შეარქვა“ - ნათქვამია მათ განცხადებაში.
პარტია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

















