logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
თბილისის მერმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
15:16 14.03.2017
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილეებთან ირაკლი ლექვინაძესთან და ნატო ქიტიაშვილთან ერთად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი დედაქალაქში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.

თბილისის მერმა შეხვედრაზე დამსწრე ბიზნესმენებს ინფორმაცია ქალაქის გენერალური გეგმის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქის მერია აქტიურად განიხილავს ყველა იმ საკითხს, რაშიც ბიზნეს სექტორს მხარდაჭერა სჭირდება.

„ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ბიზნეს სექტორთან, რათა მათთან ერთად განვიხილოთ ის საკითხები, რაც თბილისის მერიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება და რაშიც ბიზნეს სექტორს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ მათ ძირითადად საინვესტიციო პროექტებსა და რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს ვაცნობთ, რომლის შემდეგაც კონკრეტულ საკითხებსა და საჭიროებებზე, შესაბამისი სამსახურების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რათა არც ერთი საკითხი არ დარჩეს განუხილველი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის თქმით, ასოციაცია თბილისის მერიასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„დღევანდელი შეხვედრა იყო განხილვა იმ გენერალური გეგმის კონცეპტუალური თემებისა, რაც თბილისის მერიას აქვს და რომელიც უნდა იცოდეს ბიზნესმა, რათა დაგეგმონ მათი მონაწილეობა და ჩართულობა ამ პროექტების რეალიზებაში“,- განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ზურაბ წიკლაური, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი კახა გვანცელაძე ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა