logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ისნის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ისნის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
14:35 14.03.2017
ისნის რაიონში საგზაო-სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება ასევე გონაშვილის ქუჩაზე, სადაც მოიხსნა გზის ამორტიზებული საფარი და ასფალტი 2600 კვ.მ-ზე იგება.

ისნის რაიონში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია ისნის რაიონის გამგებელთან ვახტანგ ქიზიყურაშვილთან, პარლამენტისა და საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

„ისნის რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. მოსახლეობის საჭიროებისა და შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, შენდება გზები, ხორციელდება საბავშვო სპორტული მოედნების კეთილმოწყობა. ერთ-ერთი გზის მონაკვეთი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არის ახალი გზა, რომელიც ვაზისუბანს ავლაბრის მიმართულებასთან დააკავშირებს. ეს არის სტრატეგიული გზა, რომელიც ამ უბნის განვითარებისა და, ამავე დროს, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა 584-მეტრიან მონაკვეთში შენდება. პროექტის თანახმად, გზის რთული რელიეფის გამო, მოეწყო საყრდენი კედლები და სანიაღვრე ქსელი. ამ ეტაპზე მიწის მოჭრისა და გზის მოხრეშვის სამუშაოები დასრულებულია და ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. მათი მოწესრიგების შემდეგ, დაიგება გზის ორფენიანი საფარი და დამონტაჟდება გარე განათება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს აღნიშნული დასახლებების დაკავშირებას კახეთის გზატკეცილთან და მნიშვნელოვნად განტვირთავს ვაზისუბნის დასახლებაში ავტოტრანსპორტის ნაკადს.

უწყების ცნობითვე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება.

ათამდე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ, დაწყებულია ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.
ამასთან, იალბუზის ქუჩაზე ხორციელდება საყრდენი კედლის რეაბილიტაცია. კედელი მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, იშლებოდა და საავტომობილო გზაზე აფერხებდა ტრანსპორტის მოძრაობას. სამუშაოს ფარგლებში, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედელი მოეწყო და მოპირკეთდა ტუფის ქვით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა