კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების გამო დღეს ელექტრომომარაგება საბურთალოს, ისნის
და სამგორის რაიონების ნაწილს შეუწყდება.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 16 საათამდე ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ, ხოლო 10 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიას პეკინის გამზირის, იოსებიძის და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლეი ვერ მიიღებენ.
ისნის რაიონში 12 საათიდან 13 საათამდე ელექტრომომარაგება მესხიშვილის, არმაზის და გონაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.
სამგორის რაიონში კი, 14 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება კალოუბნის და ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდება.

















